image1 image1 image1

რუსთავი 2-ის საბავშვო თასი (რუსთავი 2) დანიშნავს ინსპექტორს წესების საბოლოო არბიტრად. ("ინსპექტორი"). ინსპექტორის გადაწყვეტილება საბოლოო იქნება და არ დაექვემდებარება გასაჩივრებას. თუ შეიქმნება ისეთი სიტუაცია, რომელიც ამ წესებით არ არის გათვალისწინებული, გადაწყვეტილებას მიიღებს ინსპექტორი რუსთავი 2-ის საბავშვო თასის სპეციფიკის და მოთამაშეთა ასაკის მიხედვით. ინსპექტორის მიერ გადაწყვეტილებების მიღება და სანქციების დაწესება მოხდება როგორც თამაშის მიმდინარეობის, ასევე მისი დასრულების შემდეგაც.

სარეგისტრაციო ფორმა ასაკის დამადასტურებელი ცნობა

მოთამაშეები და გუნდი

მოთამაშეების დაბადების თარიღი უნდა იყოს 1995 წლის 1 იანვრიდან - 1997 წლის 31 დეკემბრამდე ჩათვლით (მაქსიმუმ სამწლიანი ასაკობრივი ინტერვალით). "რუსთავი 2" იტოვებს უფლებას დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ნებისმიერი მოთამაშის დისკვალიფიკაციის საკითხი, თუ ის ვერ წარადგენს რუსთავი 2-ის მოთხოვნის შესაბამის ასაკის დამადასტურებელ საბუთს.

გუნდები სამოყვარულო უნდა იყოს (ე.ი. არ უნდა იყოს ასოცირებული პროფესიონალ გუნდთან ან რაიმე ფორმით მისადმი დაქვემდებარებული). "რუსთავი 2" იტოვებს უფლებას დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ გუნდს, თუ გაუჩნდება საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ხდება აღნიშნული წესის დარღვევა.

თითოეულ გუნდში უნდა იყოს 8 მოთამაშემდე. მატჩის ფორმატი არის 5 მოთამაშე თითოეულ მხარეს (4 მინდვრის მოთამაშე, 1 მეკარე და 3-მდე შემცვლელი).

სათამაშო აღჭურვილობა

"რუსთავი 2" უზრუნველყოფს სათამაშო აღჭურვილობას. ყველა მოთამაშემ უნდა მოიტანოს საკუთარი წვივსაფარი. მოთამაშეებს უნდა ეცვათ რელიეფურ ძირიანი საფეხბურთო ბუცები

ბურთი

ზომა 4

კარები:

სიმაღლე: 2 მ სიგანე: 3 მ უსაფრთხოება - კარები შეიძლება იყოს პორტატიული, მაგრამ საიმედოდ დამაგრებული უნდა იყოს სათამაშო მოედანზე მთელი დროის მანძილზე.

სათამაშო მინდორი

მატჩები გაიმართება შემცირებული ზომის სათამაშო მინდვრებზე (მინიმუმ 25 მ 15 მ-ზე და მაქსიმუმ 45 მ 25 მ-ზე).

საჯარიმო მოედანი. სათამაშო მინდვრის ორივე ბოლოში, კარებიდან 6 მეტრის მანძილზე დახაზული იქნება 6 მეტრი რადიუსის მოედნისაკენ მიმართული რკალი კარების ხაზთან სწორი კუთხით. ამ რკალით გამოყოფილი სივრცე იქნება საჯარიმო მოედანი.

საჯარიმო ნიშანი. შესაფერისი ნიშანი გამოისახება თითოეული კარის ხაზის შუა წერტილიდან 6 მ-ზე. საჯარიმო ნიშანი გადაიზომება წარმოსახვითი ხაზის გასწვრივ სწორი კუთხით.

მოთამაშის შეცვლის ზონა. გევრდითი ხაზზე მინდვრის კიდეში, სადაც განთავსებულია სათადარიგო მოთამაშეთა სკამები, მათგან პერპენდიკულარულად გაკეთდება ორი 80 სმ სიგრძის ხაზი (ამ ხაზის ერთი ნახევარი იქნება მინდორზე, ხოლო მეორე - მის გარეთ), რომლებიც 3 მ მანძილზე იქნება ცენტრალური ხაზიდან ორივე მხარეს. როცა მოთამაშეები შევლენ ან დატოვებენ მინდორს შეცვლის დროს, ისინი იმოძრავებენ ამ ორ 80 სმ-იან ხაზს შორის.

ტექნიკური ზონა. ტექნიკური ზონა იკავებს 1 მეტრიან არეს სათადარიგო მოთანაშეების სკამების ორივე მხარეს და ვრცელდება გვერდითი ხაზიდან 1 მ მანძილზე. მწვრთნელი და გუნდის მომსახურე პერსონალი უნდა იმყოფებოდნენ ამ ზონის ფარგლებში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, მაგალითად, დაშავებულ მოთამაშესთან სათამაშო მინდორზე შესვლა მსაჯის ნებართვით.

მწვრთნელს და ტექნიკურ ზონაში მყოფ სხვა პირებს მოეთხოვებათ სათანადოდ მოქცევა.

მოედნის ზედაპირი. მოედანს უნდა ჰქონდეს სინთეტური ან გაზონის საფარველი.

მატჩის დასაწყისი

მატჩი დაიწყება მოედნის ცენტრიდან განხორციელებული დარტყმით. პირველი დარტყმის საკითხი მონეტის აგდებით გადაწყდება. ამ დროს მოთამაშეები უნდა იყვნენ მოედნის საკუთარ ნახევარზე. მოწინააღმდეგე მოთამაშეები უნდა იდგნენ ბურთიდან არანაკლებ 3 მეტრის მანძილზე.

მატჩის ხანგრძლივობა

ორი თანაბარი ტაიმი არანაკლებ ათი (10) და არაუმეტეს თხუთმეტი (15) წუთისა.

მოთამაშეთა შეცვლა

მოთამაშეთა შეცვლა არ არის შეზღუდული. შეცვლა უნდა მოხდეს მინდვრის შუა ნაწილში ("შეცვლის ზონა") მაშინ, როცა ბურთი თამაშს გარეთ იქნება.

მეკარეები

მეკარეებს უფლება აქვთ საჯარიმო მოედანზე ბურთი ხელში აიღონ დარტყმის შემთხვევაში, მაგრამ არა მცველის პასის დროს.

ჩაწოდება

ჩაწოდება ხდება ტრადიციული წესით ბურთის ჩაგდებით მინდორზე (მაგალითად ორი ხელით თავს უკან ბურთის სროლა). მოთამაშის ტერფები არ უნდა გადმოსცდეს გვერდით ხაზს.

პენალტი

პენალტის დარტყმა ხდება კარის ხაზიდან 6 მეტრიდან.

დარტყმა კარიდან

მეკარეს ან სხვა მოთამაშეს შეუძლია ბურთი დადოს ნებისმიერ ადგილზე საჯარიმო მოედანზე და დაარტყას მოედნის ზედაპირიდან.

თავისუფალი დარტყმა

პირდაპირი თავისუფალი დარტყმები ინიშნება წესების დარღვევის შემთხვევაში.

კუთხური

კუთხურის დარტყმა ხდება ჩვეულებრივად.

ოფსაიდი

ოფსაიდი არ გამოიყენება.

შერჩევის პროცესი

(ა) ქულების მიღება

თითოეული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ჯგუფური მატჩების სერიაში იმგვარად, რომ მატჩების დასრულების შემდეგ ყველა გუნდს ერთმანეთთან ჩატარებული ექნება თითო მატჩი. თითოეული მატჩისათვის გუნდი მიიღებს ქულებს შემდეგი პრინციპით:

გუნდი მიიღებს:

(ი) 3 ქულა გამარჯვებისათვის; (იი) 1 ქულა ფრეს შემთხვევაში; და (იიი) 0 ქულა დამარცხებისათვის.

თუ გუნდი მატჩზე არ გამოცხადდება, მოწინააღმდეგე გუნდი მიიღებს სამ ქულას და მატჩის ანგარიშად ჩაეთვლება 2-0.

თუ გუნდი დატოვებს გათამაშებას მატჩის შემდეგ, ამ მატჩის შედეგი გაუქმდება, მოწინააღმდეგე გუნდი მიიღებს 3 ქულას და მატჩის ანგარიშად ჩაეთვლება 2-0 მის სასარგებლოდ.

(ბ) ფრე ჯგუფურ თამაშებში

ის ორი გუნდი თითოეულ ჯგუფიდან, რომელიც ჯგუფური თამაშების დროს მიიღებს მაქსიმალურ ქულებს, შეირჩევა ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობისათვის. თუ ორ ან მეტ გუნდს ექნება თანაბარი რაოდენობის ქულები, გამოყენებულ იქნება შეფასების ქვემოთ მოცემული პირობები შემდეგი თანმიმდევრობით:

(ი) გუნდ(ებ)ი გოლების უდიდესი სხვაობით. გოლების სხვაობა თითოეული გუნდისათვის გამოითვლება გუნდის მიერ ტურნირში მიღებული გოლების საერთო რაოდენობის გამოკლებით ტურნირში გუნდის მიერ გატანილი ბურთების საერთო რაოდენობისაგან. (იი) გუნდ(ებ)ი ყველაზე მეტი გატანილი გოლით. (იიი) იმ მატჩის შედეგი, რომელიც თანაბარქულიან გუნდებს შორის ჩატარდა.Ö (იიიი) პენალტების დარტყმა (პროცედურისათვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ნაწილი "გ" "ფრე ჩემპიონატის ფინალში").

(გ) ფრე ჩემპიონატის ფინალში

თუ ჩემპიონატის ფინალში ფრე იქნება ფინალისტებს შორის, დაინიშნება ორი დამატებითი ხუთწუთიანი ტაიმი. ოქროს გოლის წესი მოქმედებს დამატებით დროზე და, აქედან გამომდინარე, ის გუნდი, რომელიც გაიტანს პირველ ჩათვლილ გოლს, ჩაითვლება გამარჯვებულად. თუ დამატებითი დროის შემდეგ ანგარიში თანაბარი იქნება, თითოეული გუნდი რიგ-რიგობით დაარტყამს სამ-სამ პენალტს. თუ პენალტების შემდეგ ისევ ფრე იქნება, ჩატარდება ერთეული, ალტერნატიული პენალტების სერია მანამ, სანამ ანგარიში არ შეიცვლება. თითოეული პენალტი უნდა დაარტყას სხვადასხვა მოთამაშემ, სანამ გუნდის ყველა მოთამაშე, სათადარიგო მოთამაშეები ჩათვლით, არ შეასრულებს დარტყმას. თამაშის მიმდინარეობა ერთ-ერთი გუნდის გამარჯვებამდე გაგრძელდება.

მატჩების სტრუქტურა და გრაფიკი

(ა) თითოეულმა გუნდმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი შემადგენლობა (სათადარიგოების ჩათვლით) აკრედიტაციის მაგიდასთან პირველ დანიშნულ მატჩამდე ნახევარი (1/2) საათით ადრე. თუ გუნდი დროზე არ გამოცხადდა, ინსპექტორს შეუძლია მისი გადაწყვეტილებისამებრ ჩათვალოს მატჩი ჩაუტარებლად და მოანიჭოს მოწინააღმდეგე გუნდს 3 ქულა ანგარიშით 2-0.

(ბ) თითოეული მატჩი უნდა შედგებოდეს ორი თანაბარი ტაიმისაგან არანაკლებ ათი (10) და არაუმეტეს თხუთმეტი (15) წუთისა, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილი იქნებ არაუმეტეს ხუთწუთიანი ინტერვალით. მატჩის დროს ტაიმ-აუტები არ იქნება.

მატჩის ჩაშლა

თუ მსაჯი შეწყვეტს მატჩს ცუდი ამინდის გამო, მოხდება მისი გადატანა და გაგრძელება იმ ტაიმიდან, რომლის დასაწყისშიც შეწყდა. თუ თამაში განახლდა მეორე ტაიმის დასაწყისიდან, პირველი ტაიმის ანგარიში ძალაში დარჩება. თუ მატჩის გადატანა არ ხერხდება, ფრე 1-1 ჩაითვლება შედეგად და ორივე გუნდი მიიღებს თითო ქულას.

წითელი და ყვითელი ბარათები

ის მოთამაშე ან პირადი შემადგენლობის წევრი, რომელიც მიიღებს წითელ ბარათს, ავტომატურად გამოტოვებს შემდეგ თამაშს. თუ მოთამაშე ან პირადი შემადგენლობის წევრი მიიღებს 2 ყვითელ ბარათს ტურნირის დროს, ის ავტომატურად გამოტოვებს შემდეგ თამაშს.

თუ მოთამაშე ან პირადი შემადგენლობის წევრი მიიღებს 2 წითელ ბარათს ტურნირის დროს, ის ავტომატურად გამოეთიშება ტურნირის დარჩენილ მატჩებს.

ზოგადი საკითხები

ფიფას ყველა დანარჩენი წესი ძალაში იქნება ტურნირზე.

საკონტაქტო ტელეფონი: 205044